Last Update 13.01.2010
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
ნავსადგური მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით ISO 9001-2008 და ISO 14001-2004 სურათები
ჯერ კიდევ 2000 წელს ბათუმის ნავსადგურში დაიწყო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაციის დამუშავება და დანერგვა, ISO 9002-1994 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისად.

შესაბამისობის პირველი სერტიფიკატი ნავსადგურს გადაეცა 2002 წელს, სერტიფიკაციის სფეროში მსოფლიო ლიდერის - ტრანსნაციონალური ტექნიკური საზოგადოების ბიურო ვერიტასის მიერ, რამაც დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგური გახდა პირველი პოსტსაბჭოთა სივრცის და შავი ზღვის ნავსადგურებს შორის, რომელმაც მიიღო ეს სერტიფიკატი.

სერტიფიკატი

2003 წელს, ISO 9002-1994 სტანდარტის ვადის ამოწურვასთან და ახალ სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბიურო ვერიტასის დამოუკიდებელმა აუდიტორებმა ჩაატარეს რესერტიფიკაცია ბათუმის ნავსადგურში და მას გადაეცა ISO 9001-2000 ახალი სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.


2005 წლის აპრილში, სერტიფიკაციის სფეროში მსოფლიო ლიდერის Bureau Veritas Quality International (ლონდონი) მიერ ნავსადგურს მესამეჯერ გადაეცა ISO 9001-2000 საეთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც არის მაღალი სტაბილურობის და მომსახურების ხარისხის გარანტია.

სერტიფიკატი

ISO 9001-2000 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობის აღიარება შესაძლო გახდაყველა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში გულმოდგინე სამუშაოების შედეგად, სადაც დამუშავებულმა და დანერგილმა დოკუმენტაციამ შეადგინა 350-ზე მეტი დასახელების პროცედურა, დებულება და თანამდებობრივი ინსტრუქცია.

სტრუქტურული ქვეგანყოფილებების განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობა, ფუნქციონალური მოვალეობების ცოდნა, პერსონალური პასუხისმგებლობა, ხარისხიანო მომსახურების გაწევა - აი ხარისისხის მენეჯმენტის ძირითადი მიღწევა ნავსადგურში

ჩვენი მომსახურების მომხმარებელს უნდა სჯეროდეს, რომ ბათუმის ნავსადგურს შეუძლია საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა.

"2007 წლის ივლისში კომპანია Bureau Veritas-ს წამყვანი სპეციალისტების მიერ მორიგი ზედამხედველური აუდიტორული შემოწმების შედეგად, და აგრეთვე ნავსადგურის ძველი დასახელების "ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური"-ს ახალი დასახელებით, "შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-თ ჩანაცვლების შედეგად, ნავსადგურმა მიიღო საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2000 -ს შესაბამისობის სერთიფიკატი".

სერტიფიკატი


2009 წელს, მორიგი რესერტიფიკაციის შედეგად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა Bureau Veritas-გან (ლონდონი) მიიღო ISO 9001-2008 ხარისხის საერთშორისო სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ნიშნავს მომხმარებლისადმი ხარისხიან მომსახურებას, ნავსადგურის მუშაკების პროფესიონალური კომპეტენტურობასა და მის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე, არის საიმედოობის გარანტია.

სერტიფიკატი



2009 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა Bureau Veritas-გან (ლონდონი) მიიღო ISO 14001-2004 გარემოს დაცვის საერთშორისო სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ნავსადგური მიმართულია გარემოზე თავისი საქმიანობის გავლენის მინიმიზაციაზე, წყლის, საწვავისა და ენერგორესურსების ეკონომიასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე.

სერტიფიკატი



2010 წლის აპრილში ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ჩატარდა ხარისხის მართვისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის ზედამხედველობითი აუდიტები საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001-2008 და ISO 14001-2004 მოთხოვნების შესაბამისად.

აუდიტორებმა მაღალი შეფასება მისცეს ნავსადგურის საქმიანობას. მათ აღნიშნეს, რომ კომპანია ახდენს დაგეგმილი შედეგების მიღწევისა და მუდმივი გაუმჯობინების უნარის დემონსტრირებას და მისცსცეს რეკომენდაცია ნავსადგურმა გააგრძელოს სერტიფიკაციიის პროცესი 2011 წლამდე ინტეგრირებული სისტემის მიხედვით.

სერტიფიკატი












მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
© 2005 Batumi Sea Port Limited
All rights reserved.