Last Update 16.07.2008
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
მიმდინარე მოვლენები
არქივი, 2005 წელი არქივი, 2006 წელი

05.02.2008
გრიინოუქ ჯგუფმა თავისი ბიზნესი საქართველოში გაყიდა.

გრიინოუქ ჯგუფმა და მისმა პარტნიორებმა "ბათუმის ნავთობის ტერმინალი" და "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია "კაზმუნაიგაზს" მიჰყიდეს. ეს გამომდინარეობს სტრატეგიული ალიანსიდან, რომელიც 2006 წელს "ბათუმის ნავთობის ტერმინალსა" და "კაზმუნაიგაზს" შორის ჩამოყალიბდა.

გენერალურმა დირექტორმა მოგენს ჰანსენმა განაცხადა: "ბათუმის ნავთობის ტერმინალისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შექმნა, მათი განვითარება და გაყიდვა საქართველოში წარმატების მშვენიერი მაგალითია. 1999 წელს, როდესაც ჩვენ "ბათუმის ნავთობის ტერმინალი" შევიძინეთ, ის მოიცავდა განადგურებულ და დაბინძურებულ ტერიტორიას, სადაც არ არსებობდა ნორმალური ტექნიკური აღჭურვილობა. ჩვენ გავრისკეთ და განვახორციელეთ ინვესტიცია საქართველოში. 200 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით, თითოეული თანამშრომლის თანადგომითა და თავდადებით, ასევე მენეჯმენტის პროფესიონალიზმით ტერმინალი მოდერნიზებული იქნა მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოეწყო საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა. ტერმინალში გადატვირთვების წლიური მოცულობა უკვე 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს. ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომელიც 2006 წელს შევიძინეთ, მიმდინარეობს განვითარების პროცესი და მალე მისი ისტორიის განმავლობაში მოხდება პირველი კონტეინერის გადატვირთვა. ორივე ბიზნესი გააგრძელებს განვითარებას და საქართველოს მოქალაქეებისათვის ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის.

ყაზახეთის მთავრობა, თავისი უზარმაზარი ნავთობის საბადოებით, წარმოადგენს შესანიშნავ სტრატეგიულ პარტნიორს კომპანიის სამომავლო განვითარებისა და ზრდის უზრუნველსაყოფად. ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი იქნება სატრანზიტო კორიდორზე ნავთობის სტაბილური დინება და შესაბამისად, "ბათუმის ნავთობის ტერმინალსა" და "ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" 2 000 დასაქმებულზე დამატებით საქართველოს 20 000-ზე მეტი დასაქმებული მოქალაქის მხარდაჭერა.

ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვაგრძობთ ორივე კომპანიის მართვას "კაზმუნაიგაზის" სახელით.

ჩვენ ყველანი ვამაყობთ იმით, რაც ერთად შევქმენით და ასევე მოხარული ვართ, რომ "კაზმუნაიგაზი" ჩაუდგება სათავეში ამ პრესტიჟულ კომპანიებს ახალი მიზნების მისაღწევად".

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
მზია გეგენავა +995 222 31818
ბენტე რასმუსსენი +44 207 6291818




08.10.2007
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, სადაც განლაგებულია ბათუმის ნავსადგური, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე საერთაშორისო ასოციაცია MedСruise Association-ში ჩვენი გაწევრიანების გათვალისწინებით, შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" გადაწყვიტა საკრუიზო გემებისათვის დაეწესა შემდეგი შეღავათები, რომლებიც ძალაში შევა 2008 წლის 1 იანვრიდან:

- გემები, რომელთა პირობითი მოცულობა არ აღემატება 40,000 მ3, მიიღებენ შეღავათს 50% ოდენობით;
- გემები, რომელთა პირობითი მოცულობა აღემატება 40,000 მ3 , მიიღებენ შეღავათს 60% ოდენობით;

ბრძანება №150/ა თარიღი 08/10/2007




20.09.2007
ბათუმის ნავსადგური კომპანია International Container Terminal Services Inc.-თან ერთად იწყებს კონტეინერების დამუშავების ოპერაციებს

ბათუმი, 2007 წლის 20 სექტემბერი

კომპანია "International Container Terminal Services Inc."-ის ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა ჰარს ხარემ და ბათუმის ნავსადგურის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბატონმა მოგენს ჰანსენმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბათუმის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალის განვითარებისა და ამოქმედების შესახებ.

კომპანია "Greenoak Group"-მა 2006 წელს შეისყიდა (მიიღო მმართველობაში) ბათუმის ნავსადგური იმ მიზნით, რომ მოახდინოს მისი მოდერნიზება იმავე გზით, როგორითაც მან მოახდინა ბათუმის ნავთობტერმინალის მოდერნიზება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად ბათუმის ნავსადგურს შემოუერთდა ესოდენ ცნობილი კომპანია. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ ბათუმის ნავსადგური, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული ნავსადგური შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს" - აღნიშნა ბატონმა მოგენს ჰანსენმა.

კომპანია "International Container Terminal Services Inc", რომელიც დაარსადა 1987 წელს, საყოველთაოდ ცნობილია როგორც საკონტეინერო ტერმინალების წამყვანი ოპერატორი, ინოვატორი და ერთ-ერთი პირველთაგანი თავის სფეროში.
"ჩვენი კომპანია მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. ჩვენ ვთვლით, რომ ბათუმის ნავსადგურს გააჩნია რა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, აქვს დიდი შესაძლებლობები. ჩვენს ახალ პარტნიორთან, ბათუმის ნავსადგურთან ერთად ჩვენ ვაპირებთ საკონტეინერო ტერმინალის განვითარებას და მის გარდაქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს მსოფლიო კლასის საკონტეინერო ტერმინალად" - განაცხადა ბატონმა ჰარშ ხარემ ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური კომპანია "Greenoak Group"-მა შეისყიდა (მიიღო მმართველობაში) 2006 წლის მაისში. ის შეიცავს ნავთობის რამოდენიმე ნავმისადგომს, საკონტეინერო და მშალი/გენერალური ნაყარი ტვირთის ნავმისადგომებს, საბორნე ხიდსა და სამგზავრო ნავმისადგომებს. კომპანია "Greenoak Group" საქართველოში 1999 წლიდან მოღვაწეობს და მოახდინა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტირება, დასაქმებული ჰყავს 3 000 მეტი საქართველოს მოქალაქე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ნუგზარ ქათამაძე + 995 222 31818
International Container Terminal Service Inc - ჰარშ ხარე + 971 4 3938076



8-10.07.2007
2007 წლის 8-10 ივლისს შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურში” დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანია ”ბიურო ვერიტას”-მა (ქ. კიევი) ჩაატარა მენეჯმენტის ხარისხის სისტემის მორიგი ყოველწლიური ზედამხედველობითი აუდიტი.
აუდიტის შედეგად შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა” დაადასტურა საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის ISO 9001-2000 მოთხოვნების შესაბამისობა და მიიღო შესაბამისობის ახალი სერტიფიკატი.


19-20.05.2007
ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ საკრუიზო ხაზის "Seabourn" დირექტორი ბატონი პიტერ კოქსი და საკრუიზო ხაზის "Princess Cruises" ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ბრიუს კრუმრინი. ვიზიტის მიზანი იყო ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესწავლა, რათა ბათუმი ჩართონ "Seabourn" და "Princess Cruises" საკრუიზო ხაზების მარშრუტში.

17-18.05.2007
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო მედკრუიზის 30-ე გენერალურ ასამბლეის სხდომაში, რომელიც ეხებოდა საკრუიზო ინდუსტრიის განვითარებას ხმელთაშუა და შავ ზღვებზე. შეხვედრას ესწრებოდა ხმელთაშუა და შავ ზღვების 35 ნავსადგურის 50 წარმომადგენელი.
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
© 2005 Batumi Sea Port Limited
All rights reserved.