2004 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა გემებისა და სანავსადგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნები - ISPS კოდი.
 |
ხსენებული ახალი მოთხოვნები აყალიბებენ საერთაშორისო სტრუქტურას, რომლის მეშვეობით გემები და სანავსადგურო საშუალებები ურთიერთქმედებენ იმ ფაქტების აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოებას.
სერტიფიკატი |
ამ მოთხოვნების თანახმად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოღებულ იქნა შესაბამისი თნამდებობა - ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი - Security Officer, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე ყველა მოქმედი წესისა და დებულების დაცვაზე და აწარმოებს შესაბამისი სამსახურების ურთიერთქმედებების კოორდინაციას, ბათუმის ნავსადგურში გემების უსაფრთხო დგომისა და მის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დაცვის მიზნით.
ხსენებული თანამდებობა ერთდროულად წარმოადგენს ნავსადგურის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მმართველი სტრუქტურების დამაკავშირებელ რგოლს.
ნავსადგურების საერთაშორისო ცნობარში შესატანად, ინფორმაცია დანიშნული უსაფრთხოების ოფიცრის შესახებ, რომელიც შეიცავს სრულ საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და მასთან დაკავშირების საშუალებებს, უნდა გადაეგზავნოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას - IMO.
საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების თანახმად, ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი 24 საათის განმავლობაში მზად არის მიიღოს შეტყობინებები გემი-ნაპირის, იმ კომპანიებისა და გემების მოთხოვნით, რომლებიც მოემართებიან ბათუმის ნავსადგურისაკენ, დაუყონებლივ აწვდის აუცილებელ ინფორმაციას ნავსადგურში არსებული დაცვის დონის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ყოველი გემი, საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, ნავსადგურში შემოსვლისას ექვემდებარება ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცრის კონტროლს, რომელიც გულისხმობს გემზე მოქმედი გემის დაცვის საერთაშორისო მოწმობის (International Ship Security Certificate) არსებობასა და კოდექსით გათვალისწინებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას.
ცნობისათვის, ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურმა 2004 წლის ივნისის თვეში მიიღო გემებისა და სანავსდგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი.