Last Update 16.07.2008
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
მომსახურებების ჩამონათვალი

1. დატვირთვა-გადმოტვირთვის, სასაწყობო და ტვირთის შენახვის მომსახურებები:
- დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოები;
- გადმოტვირთვა საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებიდან
   და პირიქით "პირდაპირი" ვარიანტით და ღია საწყობის გავლით;
- სახიფათო, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთის გადმოტვირთვა;
- გემების სატვირთო სათავსოების მშრალი დასუფთავება;
- გემებზე ტვირთის სპეციალური დამაგრება;
- ტვირთის შენახვა ღია სასაწყობო ტერიტორიაზე;
- ტვირთის სპეციფიცირება;
- ტვირთის სორტირება;
- რკინიგზასთან შეთანხმებით ესკიზებისა და ნახაზების შესრულება არაგაბარიტულ და მძიმეწონიან ტვირთებზე;
- ტვირთის სეპარირება.



2. გემებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება:

- სამანევრო სამუშაოები ნავსადგურის აკვატორიაში;
- კატერების მიწოდება რეიდზე მდგარი გემების მომსახურებისათვის;
- ბუქსირების მიწოდება მიბმის ოპერაციების წარმოებისათვის;
- გემების, ვაგონების, ავტომობილების მიღება დასამუშავებლად;
- სალოცმანო მომსახურების გაწევა.



3. საორგანიზაციო-საყოფაცხოვრებო მომსახურებები:

- გემებიდან საყოფაცხოვრებო-ფეკალური, ნავთობშემცველი და ბალასტის წყლების,
  ასევე ნაგავისა და კვების ნარჩენების აღება;
- წყლით მომარაგება;
- თხევადი საწვავით ბუნკირება, როგორც ნავმისადგომთან, ასევე რეიდზე;
- ტვირთის გამტარიანობის და შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო-შესასყიდი საქმიანობა;

4. აგენტირება, სატრანსპორტო-საექსპედიტორო და სხვა სახის მომსახურებები:
სააგენტო, სურვეირული, სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებების, გემისა და გემის მოწყობილობების რემონტის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ფირმას.



5. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების წესი:
ბათუმის ნავსადგური არ ეწევა არანაირ მომსახურებას ნავსადგურსა და შემკვეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. ნავსადგურის მიერ მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი არის განაცხადი მომსახურებაზე და მხარეთა შეთანხმება ან ნავსადგურის წერილობითი შეთავაზება გადატვირთვის თაობაზე დამკვეთთან შეთანხმებით.




ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის განსახილველად შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადი-მიმართვა ორგანიზაციის საფირმო ბლანკზე და უნდა შეიცავდეს მონაცემებს მომსახურების შესახებ, რომელზეც შემკვეთს უნდა ხელშეკრულების გაფორმება, ტვირთის ნომენკლატურას, საერთო მოცულობას ტონებში და სხვა მომსახურებებს.


თავიანთი უფლებებისა და გადახდისუნარიანობის დასამტკიცებლად ისინი წარადგენენ:
- ბანკის გარანტიას, რაც ადასტურებს გადახდისუნარიანობას;
- ლიცენზიას შესაბამისი მომსახურების გაწევის უფლების შესახებ;
- სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა;
- მოწმობა ფიზიკური პირის სახელმწიფო რეგისრაციის შესახებ, როგორც ინდივიდუალური მეწარმისა,
   საგადასახადო ორგანოს შტამპით და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით;
- შესაბამისი მინდობილობა, რომელიც იძლევა უფლებას ხელშეკრულების გაფორმებაზე ან შესაბამისი
   საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე;
- ბარათი შემკვეთის სრული რეკვიზიტებით.


საქართველოს არარეზიდენტებისათვის:
- ბანკის გარანტია, რაც ადასტურებს უცხოელი შემკვეთის გადახდისუნარიანობას;
- ამონაწერი უცხოელი შემკვეთის ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან, გადმოთარგმნილი და ნოტარიალურად
  დამოწმებული ქართულ ენაზე;
- ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გადმოთარგმნილი
  და ნოტარიალურად დამოწმებული ქართულ ენაზე;
- ბარათი შემკვეთის სრული რეკვიზიტებით.


ხელშეკრულების (შეთანხმების) შედგენა ხდება შემკვეთის წარმომადგენლის მიერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის იურიდიულ განყოფილებაში.

მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
© 2005 Batumi Sea Port Limited
All rights reserved.