
2007 წლის ნოემბრიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალი (ნავმისადგომები №4 და №5), აგრეთვე საბორნე კომპლექსი და გენერალური ტვირთებისათვის განკუთვნილი ნავმისადგომი №6 იმართები კომპანია
Batumi International Container Terminal LLC მიერ, რომელიც თავისმხრივ არის კორპორაცია
International Container Terminal Services Inc (ICTSI)-ს შვილობილი კომპანია. ხსენებული კომპანია დაფუძნებულია 1987 წელს ფილიპინების კუნძულებზე, და საყოველთაოდ ცნობილია, როგორც საკონტეინერო ტერმინალების ერთერთი მოწინავე ოპერატორი, ინოვატორი და პიონერი თავის სფეროში.
კომპანია
Batumi International Container Terminal LLC (BICTL)-ს მიერ კონტეინერების დამუშავების ოფიციალურ დასაწყისად ითვლება 2008 წლის 2 მარტი, როდესაც ნავსადგურში შემოვიდა და დაიცალა გემი სახელწოდებით
MSC Granada, პირველი კონტეინერმზიდი გემი ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის ისტორიაში. ხსენებული გემი მიეკუთვნება კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC)-ს, მისი ტევადობა შეადგენს 1,012-TEU, და ის არის იმ გემებს შორის ერთერთი, რომლებიც ყოველ კვირაში შემოვა საკონტეინერო ტერმინალში.
კომპანია BICTL-მა უკვე დაიწყო ინვესტიციების ჩადება ნავმისადგომბის გამაგრებისა და ტერმინალიის განახლების მიზნით, რამაც უკვე მისცა საშუალება პირველი მობილური საპორტო ამწის დადგმა, და მისი მეშვეობით კონტეინერმზიდ MSC Sebnem-ს დამუშავება .
ამჟამად კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ძირითად ხახაზო სანაოსნოებთან მათი გემების ტერმინალში შემოსვლის შესაძლებლობის გამოკვლების მიზნით.
კომპანიას მმართვაში გადაეცა 13,6 ჰექტარის ფართობი, რომელიც შედგება საკონტეინერო ტერმინალის №4 და №5 , აგრეთვე საბორნე გადასასვლელისა და გენერალური ტვირთების № 6 ნავმისადგომებისაგან. საკონტეინერო ნავმისადგომების საერთო სიგრძე შეადგენს 284 მეტრს, სიღრმე კი 11 მეტრს.