
სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი აიგო "გეროი შიპკის" ტიპის გემების გათვალისწინებით, რომლებიც მოძრაობენ ვარნა (ბულგარეთი), ფოთი (საქართველო), ილიჩევსკი (უკრაინა) და ბათუმის (საქართველოს) ნავსადგურებს შორის.
ზემოთხსენებული ბორანი არის სამგემბანიანი, მისი ტვირთამწეობა არის 12600 ტონა. მაქსიმალური სიჩქარე 19.4 კვანძი, ხოლო ექსპლუატაციური სიჩქარე 12 კვანძი.
სამგემბანიან ბორანს შეუძლია მიიღოს 108 ოთხღერძიანი სარკინიგზო ვაგონი. ვაგონების დატვირთვა მიმდინარეობს 3 კმ/სთ, გადმოტვირთვა-4 კმ/სთ. საბორნე ხიდის სიგრძე არის 36.35 მეტრი. წინა ნაწილის სიფართე-17.53 მეტრი. უკანა ნაწილის სიფართე-9.44 მეტრი. ხიდის წონა არის 400 ტონა. საბორნე სისტემის მუშაობა მთლიანად ავტომატიზირებულია.
სარკინიგზო-საბორნე გადასავლელის ნომინალური წლიური გამტარუნარიანობა არის 700 ათ. ტონა.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია საბორნე გადასასვლელის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგადაც განხორციელდება ფართე და ვიწრო (ევროპული ტიპის)
ლიანდაგების შეთავსება.