| არქივი, 2005 წელი |
12.2005
მომზადდა სრული საინფორმაციო პაკეტი პოტენციალური ინვესტორებისათვის.
01.11.2005
გაიმართა მორიგი შეხვედრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და სატრანსპორტო სფეროსთან დაკავშირებულ უწყებათა წარმომადგენლებს შორის. მიზანი იყო ნავსადგურის ტვირთბრუნვის ზრდის ხელისშემშლელი პირობების აღმოფხვრა და ურთიერთთანამშრომლობის გზით ნავსადგურის ტვირთბრუნვის გაზრდა.
28.07.2005
გაიმართა შეხვედრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და სატრანსპორტო სფეროსთან დაკავშირებულ უწყებათა წარმომადგენლებს შორის. მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობის გზით ნავსადგურის ტვირთბრუნვის გაზრდა.
29-30.06.2005
ბათუმის ნავსადგურის წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა ასოციაცია "BASPA"-ს (უკრაინა) მორიგ კონფერენციაში, სადაც გამოვიდა საინტერესო და სასარგებლო წინადადებებით, რომლებიც ერთხმად იქნა მიღებული.
29.06.2005
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია "BDO - ბალანს-აუდიტმა" ორთვიანი აუდიტორული შემოწმების შემდეგ, წარმოადგინა დამოუკიდებელ აუდიტორთა ანგარიში, შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" 2004 წლის საფინანსო-სამეურნეო მდგომარეობის შესახებ.
9-15.06.2005
ნავსადგურის წარმომადგენელი აჭარის დელეგაციასთან ერთად საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდონის პროვინციაში. გაიმართა შეხვედრები გუანჟოუს ნავსადგურისა და COSCO-ს (China Ocean Shipping Company) წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან, რომლის მსვლელობისას ჩატარდა ბათუმის ნავსადგურის პრეზენტაცია.
20.05.2005
გაიმართა შეხვედრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და უკრაინის ფირმის " Ballast Ham dredging" ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბათუმის ნავსადგურში ფსკერის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
27.04.2005
ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს ეწვივნენ ირანის დელეგაციის წარმომადგენლები საზღვაო სფეროში. შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ იქნა საზღვაო სფეროში საქართველოსა და ირანის საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობები.
04. 2005
ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურსმესამეჯერ გადაეცა ISO 9001-2000 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.
20.04.2005
გაიმართა შეხვედრა ბათუმის ნავსადგურის მარკეტინგის განყოფილებასა და საზღვაო სააგენტო-საექსპედიტორო ფირმების ხელმძღვანელთა შორის. შეხვედრის მიზანი იყო სააგენტოებსა და ნავსადგურს შორის ურთიერთანამშრომლობის გამყარების გზით ნავსადგურის ტვირთბრუნვის ზრდა.
28.02.2005
გაიმართა შეხვედრა ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და ასოციაცია " BASPA "-ს (უკრაინა) ხელმძღვანელობას შორის, რომლის შედეგად ბათუმის ნავსადგური გახდა ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
25.02.2005
ხელი მოეწერა შეთანხმებას შპს "საქართველოს რკინიგზასა" და ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
23.02.2005
გაიმართა შეხვედრა ბათუმისა და ტრიესტეს (იტალია) ნავსადგურების ხელმძღვანელობას შორის. დაისახა ბათუმისა და ტრიესტეს ნავსადგურებს შორის საბორნე ხაზის ამოქმედების რეალური პერსპექტივა.
21.01.2005
ქალაქ აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა) გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სატრანსპორტო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. აღნიშნულ შეხავედრაზე ხელი მოეწერა ოქმს აქტაუ-ბაქო-ბათუმი/ფოთის მიმართულებით ტვირთნაკადის ოპტიმიზაციის შესახებ.
|
|
|
|