Last Update 16.07.2008
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
არქივი, 2006 წელი

20-22.10.2006
ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო მონაწილეობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა ExpoGeorgia-ში თბილისში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სატრანსპორტო სფეროში ჩართული ქართული და უცხოური კომპანიების მოღვაწეობის ამსახველი საპრეზენტაციო მასალა.

19-20.10.2006
ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია MedCruise-ის სხდომაზე ქ. ნეაპოლში (იტალია).

09.08.2006
ბათუმის საზღვაო ნავსადგური გახდა ასოციაცია MedCruise-ის (ხმელთაუშა ზღვის საკრუიზო ნავსადგურების ასოციაცია) წევრი. ხსენებულ ასოციაციაში გაწევრიანება იძლევა იმის გარანტიას, რომ ბათუმის ნავსადგური იქნება ჩართული მსოფლიოს საკრუიზო ბიზნესის ერთ-ერთი წამყვან ორგანიზაციაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურისტულ ბიზნესს როგორც აჭარაში, ასევე სრულიად საქართველოში.

24.05.2006 - 26.05.2006
ბათუმის ნავსადგურში ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაცია "BASPA"-ს მორიგ შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია? "BASPA"-ში ახალი წევრების (ნავსადგურების ადმინისტრაციებისა და საზღვაო ტერმინალების კერძო ოპერატორების) მიღების საკითხი.

12.05.2006
შპს "ბათუმი პორტ ჰოლდინგს ლიმიტედ"-მა შეიძინა შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის ექსკლუზიური მართვის უფლება 49 წლის ვადით. 22 ივლისს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და "ბათუმი პორტ ჰოლდინგს ლიმიტედ"-ს შორის.

17.04.2006 - 18.04.2006
ჩატარდა ნავსადგურის წლიური საზედამხედველო აუდიტი ბიურო ვერიტასის წარმომადგენლების მიერ ISO 9001-2000 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისoბაზე.

27.03.2006 - 5.04.2006
ჩატარდა ნავსადგურის შიდა აუდიტი ISO 9001-2000 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე.

02. 2006
განხორციელდა ნავსადგურის შიდა ტენდერები სხვადასხვა მასალების, დანადგარებისა და მომსახურების შესყიდვაზე.

01.2006
ნავსადგურის იჯარაში გადაცემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით მომზადდა და განთავსებულ იქნა ნავსადგურის ვებ-საიტზე სრულყოფილი, ეკონომიკური, ტექნიკური, და იურიდიული სახის ინფორმაცია ბათუმის ნავსადგურის შესახ.
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
© 2005 Batumi Sea Port Limited
All rights reserved.