თანამედროვე ნავსადგური
2008 წლის თებერვალში სს “კაზტრანსოილი”- ს შვილობილმა კომპანიამ- «Batumi Industrial Holdings»-მა შეიძინა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხანგძლივი მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალი. აქციონერისათვის ნავთობტერმინალის შეძენისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის სტრატეგიული მიზანია ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის ახალი საექსპორტო ფანჯრის შექმნა. ბათუმის საზღვაო ნავსადგური განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლურ ნაწილში. ნავსადგურის ტერიტორია შეადგენს 22.2 ჰა. ნავმისადგომების რაოდენობაა - 11. ღია სასაწყობო ტერიტორიების საერთო ფართი -16 412 მ2. ნავსადგურის პერსონალის რაოდენობაა აღემატება 700 ადამიანს.
გემების ნავმისადგომებთან დაყენება და სატვირთო ოპერაციების წარმოება ნავსადგურში ხორციელდება დღე-ღამის განმავლობაში. ნავსადგური აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, რაც იძლევა ნავსადგურში მდგომი გემების უსაფრთხოების და ტვირთების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიას.
საწარმოო საქმიანობის განხორციელებისათვის, ნავსადგური აღჭურვილია შესაბამისი სპეციალური მოწყობილობებით და დანადგარებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ნაპირდამცავი ნაგებობებით, ნავმისადგომებით, გადამტვირთავი მექანიზმებით, საწყობებით, სანავსადგურო ფლოტის გემებით, ნავსადგურის შიდა სარკინიგზო და საავტომობილო გზებით, ავტოტრანსპორტით, სარემონტო სახელოსნოებით, წყალგაყვანილობის სისტემით, კავშირითა და საზღვაო სამგზავრო სადგურით.
ამჟამად ნავსადგურს გააჩნია ნავთობტერმინალი (ნავმისადგომები #1, #2, #3 და უნავმისადგომო ჩამოსასხმელი), საკონტეინერო ტერმინალი (ნავმისადგომები #4 და #5), სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების დამუშავებისათვის, სატვირთო ტერმინალი მშრალი ტვირთების დამუშავებისათვის (ნავმისადგომები #6, #7, #8 და #9) და სამგზავრო ტერმინალი (ნავმისადგომები #10 და #11). ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ბოლო წლების ტვირთბრუნვა ბოლო ათი წლის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღესდღეობით მთლიანი ტვირთბრუნვის 80%-დან 90%-მდე მოდის ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადატვირთვაზე. მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვის 70%-მდე მოდის გენერალურ ტვირთებზე.
ნავსადგური აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო ასოციაციებში, კონფერეენციებსა და პროექტებში:
BASPA- შავი და აზოვის ზღვების ნავსადგურების ასოციაცია.
MedCruise – ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო ნავსადგურების საერთაშორისო ასოციაცია.
TRACECA - ევროაზიური სატრანსპორტო დერეფანი.
ТРАСЕCА-ს მიმართულება ითვლება ევროპის პრიორიტეტულ პროექტად და პრაქტიკულად მას გაყავს ევროპის სატრანსპორტო კომუნიკაციები კასპიის ზღვამდე და შემდეგ აზიაში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ან “ახალი აბრეშუმის გზა” (TRACECA) სათავეს იღებს უკრაინაში, ბულგარეთსა და რუმინეთში, გადის შავი ზღვით საქართველოში, ბათუმის და ფოთის ნავსადგურებისაკენ. სამხრეთი კავკასიის ქვეყნების სატრანსპორტო ქსელის ჩართვით მარშრუტი მიმართულია კასპიის ზღვისაკენ და საბორნე გადასასვლელების (ბაქო-თურქმენბაში, ბაქო- აკტაუ) მეშვეობით TRACECA გამოდის ცენტრალური აზიის სახელმწიფოების – თურქმენეთის და ყაზახეთის სარკინიგზო ქსელებზე, რომელთა სატრანსპორტო ქსელები უერთდება უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიმართულებებს და აღწევენ ჩინეთისა და ავღანეთის საზღვრებს. ბათუმის საზღვაო ნავსადგური სერტიფიცირებულია Bureau Veritas Quality International (London)-ის მიერ, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001-2008 და გარემოს დაცვის ISO 14001-2004 საერთაშორისო სტანდართის მოთხოვნათა შესაბამისად.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ISO 9001-2008 და ISO 14001-2004 სერტიფიკატების არსებობა არის საიმედოობის გარანტია, მომხარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და მუშაკთა პროფესიონალური კომპეტენტურობის ნიშანი, საერთაშორისო დონეზე კი კომპანიის კონკურენტუნარიანობის საწინდარი.







