ზოგადი ინფორმაცია
| კოორდინატები: | 41°38′45″ с. ш. 41°38′30″ в. д. / 41.645833° с. ш. 41.641667° в. д. |
| ისტორიული დასახელება: | 1878მდე — ბათომი, 1936-მდე — ბათუმ |
| კლიმატის ტიპი: | სუბტროპიკული |
| მოსახლეობა: | 122,5 ათასი ადამიანი (2009) |
| სასაათო სარტყელი: | UTC+4 |
| ტელეფონის კოდი: | 422 |
| საფოსტო ინდექსი: | 6010 |
| ოფიციალური საიტი: | http://www.batumi.ge |
ქალაქი ბათუმი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 2 900 კმ². დასახლება — 400 000 კაცზე მეტი. აჭარის შავი ზღვის სიგრძე შეადგენს 121 კილომეტრს.
ქალაქის ისტორია
პირველად დასახელება "ბათუმი"-ს წერილობითი მოხსენიება გვხვდება არისტოტელეს ნაშრომებში, ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში. უძველესი ბათუმი, როგორც კოლხიდის დასახლება, მდებარეობდა მდინარე ყოროლისწყლის შენაკადთან და მისი გადმონაცვლება სამხრეთისაკენ მოხდა XVIII-XIX საუკუნეებში, რაც ძირითადად განპირობებული იყო თანამედროვე ბათუმის სახარბიელო მდებარეობით და ღრმაწყლიანი უბეთი, რომელიც იძლეოდა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას..
უძველეს წარსულში ამ ადგილას წარმოქმნილი ქალაქი, ქსენოფონტესა და აპოლონ როდოსელის მონაცემებით, კარგად იყო ცნობილი ანტიკური მსოფლიოსათვის. ძველად ახლანდელი ბათუმის ტერიტორია და მასთან ახლოს მდებარე რაიონები იყო ლეგენდარული კოლხიდის ნაწილი, რომლის სახელი ცნობილი იყო უძველეს ახლო აღმოსავლეთისა და ეგეოსის კულტურაში.
ამისი დასტურია ანტიკური მითოსი არგონავტების შესახებ, ძველბერძნული წერილობითი წყაროები, რომლებიც მოგვითხრობენ რკინისა და ლითონის პირველაღმომჩენ კოლხურ ტომებზე, ასევე მრავალი საიუველირო, თიხის და ლითონის ნაწარმი. ქალაქი იყო კოლხური სიძლიერის ბასტიონი. ეპოქების მანძილზე ამ ადგილზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მრავალი განსაცდელი გადაიტანა, როგორც სტიქიური უბედურებები, ასევე ბევრი სისხლიანი ომი და ოსმანური იმპერიის სამასწლიანი ბატონობა.
უკანასკნელად თურქებმა დაიპყრეს ბათუმი XVII საუკუნეში. 1878 წლის 25 აგვისტოს ქალაქი ბათუმი აჭარასთან ერთად დაუბრუნდა დედასამშობლო-საქართველოს.
ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი ღრმაწყლიანი უბის არსებობამ XIX საუკუნის ბოლოს განაპირობა ბათუმის ნავსადგურის გარდაქმნა მსოფლიო მნიშვნელობის ნავსადგურად, საიდანაც ხდებოდა ბაქოს ნავთობის ექსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
1888 წელს ბათუმს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ქალაქის პირველი მერი (მეთაური) იყო კ. გავროვსკი. დღესდღეობით ბათუმის ტერიტორია არის 1775,9 ჰექტარი, ხოლო მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 137,9 ათას ადამიანს.
ბათუმის ნავსადგური არის საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე და მის სტაბილურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული არა მარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ქალაქ ბათუმსა და ბათუმის ნავსადგურს საერთო ისტორია აქვთ. ბათუმი, როგორც საზრვაო ნავსადგური პირველად იყო ნახსენები ადრიან მე-3 მმართველობის პერიოდში, როცა ბათუმის ნავსადგური იყო რომაელების სამხედრო ბაზა. სწორედ მაშინ წარმოიქმნა დედაქალაქის დასახელება სიტყვა "ბათუსისაგან", რაც ნიშნავს "ღრმა". ასე მონათლეს ეს ქალაქი ძველბერძენმა და რომაელმა მეზღვაურებმა.
ბათუმი და მისი ნავსადგური ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებაა. ნავსადგური უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ქალაქის ცხოვრებით. იგი ღებულობს მონაწილეობას ქალაქის განახლების ყოველ პროცესში და არის მისი მთავარი სპონსორი მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალური საკითხების პროგრამებში. ბათუმი საქართველოს საზღვაო დედაქალაქია.
ბათუმი დღეს
ბათუმში აშენებულია და შენდება ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმროები როგორიცაა “შერატონი”, “ჰაიატი”, “რედისონი” და “ჰილტონი”. Aასევე ვითარდება სხვა ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურა. გაფართოვდა ცნობილი ბათუმის ზღვისპირა პარკი, რომლის სიგრძე დღესდღეობით შეადგენს 12 კმ.
კონტროლის გამარტივებული სისტემის წყალობით, უცხოელ მგზავრებს ნაპირზე ჩასვლა შეუძლიათ გემის ნავმისადგომთან მიბმის შემდეგ. მათი გართობის მიზნით ტუროპერატორების მიერ სემუსავებულია 10ზე მეტი, სპეციალური ერთდღიანი საექსკურსიო პროგრამა. საზღვაო სადგურიდან კულტურის და არქიტექტურის ძეგლებამდე მცირე მანძილია.







